Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ, მასკმა, სამი თვის განმავლობაში 75 მილიონი დოლარი შესწირა პოლიტიკურ ორგანიზაციის America PAC-ს, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს დონალდ ტრამპს. აღნიშნულის შესახებ ირკვევა აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან.

ამ თანხების უმეტესი ნაწილი - 72 მილიონი აშშ დოლარი - გადაირიცხა 2024 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში, მასკი იყო America PAC-ის ერთადერთი დონორი ამ სამი თვის განმავლობაში.

The Washington Post-ი ორგანიზაციას უწოდებს პოლიტიკური მოქმედების კომიტეტს, რომელიც ჩამოყალიბდა მილიარდერ ილონ მასკის მიერ დონალდ ტრამპის კამპანიისთვის".

 როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, America PAC გახდა მთავარი მოთამაშე ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც ბოლო კვირებში აწარმოებს არჩევნების ყველაზე ამბიციურ დამოუკიდებელ ძალისხმევას ამომრჩეველთა ხმების მისაზიდად.