შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკის გამარჯვებას თავის სოციალური ქსელით ეხმიანება.

„ტრამპის მოკავშირემ გაიმარჯვა პოლონეთში და მთელი ევროპა შოკში ჩააგდო“ - ციტირებს ტრამპი ამერიკულ მედიას და წერს: „გილოცავთ, პოლონეთო, თქვენ გამარჯვებული აირჩიეთ!“



შეგახსენებთ, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ, მმართველი პარტიის კანდიდატი, პროევროპელი ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დაამარცხა.