ჩემი ოპონენტი ამ ქვეყანას ანადგურებს. თუ ის გახდება პრეზიდენტი, აშშ-ს არ ექნება შანსიც კი, მიაღწიოს წარმატებას. აშშ გადაიქცევა ვენესუელად სტეროიდებზე, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
„შეხედეთ, რა ხდება ჩვენს ქალაქებში. ბევრ ქალაქში ამაზე საუბარიც არ სურთ, რადგანაც რცხვენიათ. სპრინგფილდში მიგრანტები ძაღლებსა და კატებს ჭამენ. ისინი ჭამენ ადგილობრივების შინაურ ცხოველებს. ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს სირცხვილია. ჩემს მიტინგებზე ხალხი დადის, რადგან ქვეყნის დაბრუნება სურთ. სურთ, რომ მათი სამშობლოისევ დიადი იყოს. ჩემი ოპონენტი ამ ქვეყანას ანადგურებს. თუ ის გახდება პრეზიდენტი, აშშ-ს არ ექნება შანსიც კი, მიაღწიოს წარმატებას. აშშ გადაიქცევა ვენესუელად სტეროიდებზე“, – განაცხადა ტრამპმა.