ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების, დემოკრატი კამალა ჰარისის და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პირველი ტელედებატების გამარჯვებულად ჰარისი დაასახელეს ამომრჩევლებმა, რომლებიც ტელეკომპანია CNN-ის და კვლევითი კომპანია SSRS-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ.
დებატების მაყურებელი რესპონდენტების 63%-ის აზრით, ჰარისმა გაიმარჯვა, 37%-ის აზრით - ტრამპმა. ცდომილება +/- 5,3%-ია.
დებატების დაწყებამდე რესპონდენტების 50% მიიჩნევდა, რომ წარმატებას კამალა ჰარისი მიაღწევდა და ამდენივე გამარჯვებას დონალდ ტრამპს უწინასწარმეტყველებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.