20-ზე მეტ შტატში არის ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვები აბორტზე, რაც არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებშიც კი. ეს არის ამორალური, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპთან ტელედებატების დროს განაცხადა.
ამასთან, კამალა ჰარისმა ასევე ხაზი გაუსვა აბორტის აკრძალვის რეალურ შედეგებს:
„ორსული ქალები, რომლებსაც სურთ ორსულობის ბოლომდე მიყვანა, მუცლის მოშლის დროს ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას, რადგან ექიმებს ეშინიათ ციხეში მოხვედრის. 12-13 წლის ინცესტის მსხვერპლი იძულებულია, ორსულობა ბოლომდე მიიყვანოს. მათ ეს არ სურთ“.