ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მე მსოფლიოში პატივს მცემდნენ და ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა, - ეს განცხადება აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან სატელევიზიო დებატებისას გააკეთა.
„ვიქტორ ორბანი არის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ადამიანი, რომელსაც ძლიერ კაცს ეძახიან, ის ჭკვიანია. საუბარი მაქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე. მან იკითხა, რატომ ფეთქდება მთელი სამყარო? ოთხი წლის წინ ასე არ იყო. მან თქვა, რომ საჭიროა, ტრამპი დაბრუნდეს პრეზიდენტად. ტრამპის ეშინოდათ. ჩინეთს ეშინოდა ტრამპის. მე არ მიყვარს სიტყვა შიშის გამოყენება, მაგრამ მე ორბანს ვციტირებ.
ის ამბობს, რომ ჩინეთს ჩემი ეშინოდა, ჩრდილოეთ კორეას ეშინოდა ჩემი. მე დავასრულე გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“. ბაიდენმა კი ის უკან დააბრუნა პრეზიდენტობის პირველივე დღეს. ამასთან, ბაიდენმა დახურა აშშ-ის და კანადის დამაკავშირებელი გაზსადენი.
მან გააჩერა გაზსადენი ჩვენს ქვეყანაში და მისცა ნება, ამუშავებულიყო გაზსადენი, რომელიც რუსეთიდან ევროპაში მიდის. ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მე მსოფლიოში პატივს მცემდნენ და ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა“, – განაცხადა ტრამპმა.