გუშინ, მიჩიგანში გამართულ ღონისძიებაზე, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რბილი საიმიგრაციო პოლიტიკა და არალეგალ მიგრანტებს „ცხოველები" უწოდა.
ტრამპის თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სუსტი მიგრაციული პოლიტიკის შედეგად, აშშ დაემუქრა სხვა ქვეყნებიდან კრიმინალების „შემოჭრის“ საფრთხე. ციხეებიდან და საგიჟეთებიდან გამოსული ხალხი შემოდის აქ და თავს ესხმიან და კლავენ უდანაშაულო ადამიანებს.
„დემოკრატები ამბობენ: „გთხოვთ, ნუ უწოდებთ მათ ცხოველებს, ისინი ადამიანები არიან." მე ვამბობ: „არა, ისინი არ არიან ადამიანები. ისინი ადამიანები კი არა, ცხოველები არიან", - თქვა ტრამპმა.
ბაიდენის დროს ამერიკის ყველა შტატი იქცა სასაზღვრო შტატად და ყველა ამერიკის ყველა ქალაქი სასაზღვრო ქალაქად, - განაცხადა ტრამპმა და პირობა დადო, რომ შეაჩერებს ქალაქების გარეუბნებში, ქალაქებში და დასახლებებში „ძარცვას, გაუპატიურებას, ხოცვა-ჟლეტას და განადგურებას" და დაიწყებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას".
ტრამპის თქმით, ქვეყანა „შეწყვეტს არსებობას", თუ მას არ აირჩევენ პრეზიდენტად.