პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში პირადად ისევე უნდა იყოს ჩართული, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა. 

ტრამპმა ეს განცხადება ჩვენთან რვაწუთიანი ექსკლუზიური სატელეფონო საუბრისას გააკეთა, - წერს Axios. 

ტრამპმა აღიარა, რომ მოკლული უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი, ყველაზე სავარაუდო მემკვიდრეა, მაგრამ ასევე ნათლად განაცხადა, რომ ასეთ არჩევანს მიუღებლად მიიჩნევს.

„ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის ვაჟი სუსტი ფიგურა. მე უნდა ვიყო მოლაპარაკების მონაწილე, ისევე როგორც ვენესუელაში დელსის შემთხვევაში“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ უარს ამბობს ახალი ირანელი ლიდერის აღიარებაზე, რომელიც გააგრძელებს ხამენეის პოლიტიკას, რაც, მისი თქმით, აიძულებს აშშ-ს „ხუთ წელიწადში“ ისევ ომში აწარმოოს.

„ხამენეის შვილი მე არ მაწყობს. ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვინც ირანში ჰარმონიასა და მშვიდობას მოიტანს“, - თქვა ტრამპმა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და აშშ-ის სხვა ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ ოპერაცია „რეჟიმის შეცვლას“ ისახავს მიზნად და ამტკიცებენ, რომ ის მიზნად ისახავს ირანის სარაკეტო შესაძლებლობების, ბირთვული პროგრამისა და საზღვაო ფლოტის შესუსტებას. კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ხამენეი, ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენს მიერ განხილული იმ ადამიანების უმეტესობა, ვისაც განვიხილავდით უკვე გარდაცვლილია“, წერს Axios-ი.