ტოკენ Noah Coin-ის ღირებულება 10 წუთში 56%-ით გაიზარდა, ხოლო შემდეგ მომენტალურად კიდევ 880%-ით - 0,004345 აშშ დოლარამდე. შესაბამის ინფორმაციას Coinmarketcap-ი ავრცელებს.
პორტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტოკენით ვაჭრობის მოცულობა 110 078%-ით, 148-დან 142 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, აქტივის კაპიტალიზაციამ 140 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტოკენმა, მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული ფულების რეიტინგში 43-ე ადგილი დაიკავა. ალტკოინი რამდენიმე არც ისე მსხვილ პლატფორმაზეა წარმოდგენილი. დაბალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებში მკვეთრი ცვლილებები შესაძლოა სქემა „Pump & Dump“-ის ბრალი იყოს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ბლოკჩეინ ინდუსტრიაში, ვინაიდან იქ რეგულაციები არ არსებობს.