პაკისტანში, ფეშავარის ერთ-ერთ სკოლაში თალიბების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 84 არასრულწლოვანი დაიღუპა,-ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, თავდამსხმელები სკოლის ადმინისტრაციულ შენობაში იყვნენ ბლოკირებული, ანტიტერორისტული ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ადგილზე სპეცოპერაციის მიმდინარეობას აკვირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში ამ დროისთვის 6 ტერორისტი იმყოფება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია “ტეჰრიკ თალიბან პაკისტან”-მა აიღო. BBC-ს ადილობრივი ბიუროს ცნობით, თავდასხმა სკოლაზე ბოლო დროს თალიბების წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რომელიც ჰაიბერში განხორციელდა და რომლის შედეგად ასობით თალიბი დაიღუპა.




