თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-მ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია.
ჟენევაში აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა თქვა, რომ ჩინელ ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებები "პროდუქტიული“ იყო.
"დეტალებს ხვალ გავახმოვანებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო" - თქვა ბესენტმა მოკლე განცხადების დროს
მისი თქმით, ის და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი, ჯეიმსონ გრირი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გუშინ საღამოს ესაუბრნენ და მოლაპარაკებების შესახებ "ის სრულად ინფორმირებულია".