შეერთებული შტატები წლების განმავლობაში მხარს უჭერს თურქეთის მისწრაფებას გაერთიანდეს ევროკავშირში და ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ამ მხარდაჭერას - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. იქვე დასძინეს, რომ ეს საკითხი, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, თურქეთისა და ევროკავშირის გადასაწყვეტია.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს საკითხი არ უნდა გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების.
ამ განცხადებიდან ძალიან მალე, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი შარლ მიშელს შეხვდა.
ვეძებთ შესაძლებლობებს, წამყვან პოზიციებს დავუბრუნოთ ევროკავშირ-თურქეთის თანამშრომლობა და ახალი ენერგიით დავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ წერს.
„კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან ნატო-ს სამიტამდე. ვეძებთ შესაძლებლობებს, წამყვან პოზიციებს დავუბრუნოთ ევროკავშირ-თურქეთის თანამშრომლობა და ახალი ენერგიით დავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები.
ევროკავშირის საბჭო მიმართავს უმაღლეს კომისარსა და ევროკომისიას, მოამზადოს ანგარიში სტრატეგიული და გრძელვადიანი გადმოსახედის კონტექსტში“,- წერს შარლ მიშელი.