თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ესპანეთი დათანხმდა აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას.
„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი დათანხმდნენ აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას. და მე ვიცი, რომ აშშ-ის სამხედროები მოქმედებენ ესპანეთის სამხედროებთან კოორდინაციით“, - განაგრძო ლივიტმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა რამდენიმე წუთის შემდეგ კატეგორიულად უარყო ვაშინგტონის განცხადება.
„კატეგორიულად უარვყოფ“, - თქვა მან რადიოსადგურ Cadena SER-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ „ესპანეთის მთავრობის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში ომთან, ირანის დაბომბვასთან და ჩვენი ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით იოტისოდენადაც კი არ შეცვლილა“.









