საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი  ესპანეთის ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს იმის გამო, რომ  აშშ-ს ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვა არ მისცა. 

„სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მთავრობის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობასა და ესპანეთ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე ნებართვის არ მიცემის გამო. ეს ევროკავშირის საფუძვლად დადებული პრინციპებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დადასტურებაა“, –  წერს ჯოზეფ ბორელი.

ჩემი სრული მხარდაჭერა ესპანეთის მთავრობის მიმართ აშშ-სა და ისრაელის დაგმობაში საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და ესპანეთ-აშშ-ს ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვის არ მიცემის გამო. ეს არის იმ პრინციპების დადასტურება, რომლებზეც ევროკავშირია აგებული და ეროვნული სუვერენიტეტი" - წერს ჯოზეფ ბორელი.

ცნობისთვის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე ალბარესის განცხადებით, ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ „ესპანური საზოგადოება ირანის რეჟიმის წინააღმდეგია, ამავდროულად, წინააღმდეგია გაუმართლებელი, საშიში სამხედრო ჩარევის, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება