გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ერედა, წილკანი, ახალდაბა, ნატახტარი, უფურეთი, სელექცია და მიმდებარე სოფლებში;

13:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, ჯიღაურა, ბიწმენდი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში;

15:15 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში: სტალინის, ბუხაიძის, ბექაურის და მიმდებარე ქუჩებზე.

მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.