ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




