ევროკავშირი ყოველთვის უზრუნველყოფს, რომ მისი წევრი ქვეყნების ინტერესები დაცული იყოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულებას.
„ახლახან ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს, რათა ევროკავშირის სრული სოლიდარობა გამომეხატა ესპანეთისთვის. ევროკავშირი ყოველთვის უზრუნველყოფს, რომ მისი წევრი ქვეყნების ინტერესები დაცული იყოს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი და წესებზე დაფუძნებულ წესრიგზე მთელ მსოფლიოში“, – წერს ანტონიუ კოშტა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს. საპასუხოდ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა თუ სურს, ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო სამართლის, ევროკავშირისა და აშშ-ის ორმხრივი შეთანხმებების პატივისცემით.
I have just held a call with President @sanchezcastejon to express the EU’s full solidarity with Spain.
— António Costa (@eucopresident) March 4, 2026
The EU will always ensure that the interests of its Member States are fully protected.
We reaffirm our firm commitment to the principles of international law and the…




