ტაილანში ჯარისკაცმა ჯერ თავის ნაწილში გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი ქალაქში გამვლელებს აუტეხა სროლა და მძევლები აიყვანა.
გენერალ-ლეიტენანტ ტანია კრისტისარნის თქმით, ჯარისკაცმა ჯაკრაპანტ ტომამ ნაწილში თავის მეთაური, პოლკოვნიკი და ორი ჯარისკაცი მოკლა, შემდეგ ყველგანმავალი სამხედრო მანქანა გაიტაცა, სავაჭრო ცენტრთან გამვლელებს აუტეხა სროლა. ამის შემდეგ ის სავაჭრო ცენტრში შევიდა იქაც გახსნა ცეცხლი და ამჟამად მძევლებთან ერთად მე-4 სართულზეა. აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცი თავად იღებდა ვიდეოს და შემდეგ კადრებს ფეისბუქში განათავსებდა თავის პროფილზე, რომელიც ამჟამად დაბლოკილია. ერთ-ერთ კადრში ჯარისკაცი ამბობს, რომ დაიქანცა სროლისგან და თითს ვეღარ ანძრევს. წინასწარი მონაცემებით მან 17კაცი მოკლა და ამჟამად მძევლად 16 კაცი ჰყავს აყვანილი.  დაჭრილია 14 კაცი. მოტივის შესახებ არაფერია ცნობილი. მოამზადა რაულ კაპანაძემ