საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ნინოშვილი–ლესას საავტომობილო გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული გზის აღდგენას 9 სხვადასხვა ლოკაციაზე.

მონაკვეთებზე შეინიშნებოდა მეწყრული პროცესებით გამოწვეული სერიოზული დაზიანებები: ბზარები, ჯდენები და კონსტრუქციული დეფორმაციები.

პროექტის ფარგლებში, განხორციელებული მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები სრულად აღმოფხვრის არსებულ პრობლემებს და უზრუნველყოფს გზის გამართულ, უსაფრთხო და კომფორტულ ექსპლუატაციას.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.4 მილიონ ლარს შეადგენს.

სამუშაოები წელს დაიწყო და, დეპარტამენტის ცნობით, 2028 წელს დასრულდება.