თურქული მედია კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო ბორნის გადაყირავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის გირნეს სანაპიროსთან სამგზავრო სამგზავრო ბორანი გადაყირავდა. CNN Türk-ის კორესპონდენტთან საუბრისას გირნეს მერმა, მურატ შენკულმა, განაცხადა, რომ ბორანზე მყოფი 159 ადამიანი გადაარჩინეს. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უსტელი აცხადებს, რომ ბორანზე 267 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 6 ადამიანი დაიღუპა და 172 კი გადაარჩინეს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
განახლება 17:18
კვიპროსელი თურქების თემის ლიდერმა, ტუფან ერჰურმანმა, CNN Turk-ს განუცხადა, რომ დაიღუპა შვიდი ადამიანი, 23-ის ძებნას კი სამაშველო ჯგუფები კვლავ განაგრძობენ.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




