NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "რუსეთში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით".

"ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება. უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად. რაც უფრო მეტი ტერიტორიას დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, საჭიროა უკრაინის უსაფრთხოებისთვის ზომების მიღება, "რათა ისტორია არ განმეორდეს".