NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთებამ იქნება თუა რა უკრაინის კონტრშეტევა  ომში გარდამტეხი. ამის შესახებ მან ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს ჯერ კიდევ საწყისი დღეებია და ჩვენ არ ვიცით იქნება თუ არა ის ომში გარდამტეხი მომენტი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თუმცა მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმია წინ მიიწევს და ათავისუფლებს მეტ ოკუპირებულ ტერიტორიებს. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზე გააძლიერებს კიევის პოზიციას მოლაპრაკებების დროს.

„რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პრეზიდენტი პუტინი, რომ ვერ გაიმარჯვებს და უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამართლიან მშვიდობაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.