ამის შესახებ შვედური და ჩეხური სააგენტოები წერენ.

სტოკჰოლმში პრაიდი ტრადიციულად, კუნგშოლმენის კუნძულზე მდებარე მერიის შენობიდან დაიწყო და შემდეგ სტოკჰოლმის ცენტრის გავლით დასრულდა ესტერმალმის რაიონში, პრაიდ პარკში.

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღლუმში თითქმის 45 ათასი კაცი მონაწილეობდა (ორგანიზაცია „სტოკჰოლმის პრაიდის განცხადებით, შარშან პრაიდში დაახლოებით 50 ათასი კაცი მონაწილეობდა, ქუჩებში მათი მაყურებლების რაოდენობა კი დაახლოებით ნახევარი მილიონი იყო).

სტოკჰოლმის მერიის განცხადებით, ქალაქი პრაიდის მთავარი პარტნიორი გახდება და 2026-2029 წლებში ფინანსურ მხარდაჭერას სამჯერ გაზრდის - ყოველწლიურად გამოყოფს გრანტს 2 მილიონი შვედური კრონის (200 ათასი ამერიკული დოლარი) ოდენობით.  

პრაღაში პრაიდი ვაცლავის მოედანზე დაიწყო და ქალაქის ცენტრში, ლეტნა პარკში დასრულდა. Novinky-ის ცნობით, პრაიდში 10 ათასი კაცი მონაწილეობდა.