აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლებისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დაწყებამდე, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვი დაათვალიერეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უიტკოფს და კუშნერს თან ახლავთ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.
რუსეთის ლიდერმა უიტკოფს შეხვედრის დაწყებამდე ჰკითხა რუსეთის დედაქალაქის შესახებ, რაზეც უიტკოფმა უპასუხა, რომ მოსკოვი დიდებული ქალაქია. საპასუხოდ, პუტინმა შეაქო მოსკოველი მაღალჩინოსნები იმისთვის, რაც ქალაქის გასავითარებლად გააკეთეს.
კრემლში სტივ უიტკოფის, ჯარედ კშნერისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
თარგმანი: პირველი არხი




