სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, დასრულდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ალჟირის პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებუნის შეხვედრა.
პრეზიდენტებს შორის გამართული ორსაათიანი შეხვედრის დროს განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა, ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ლიდერების შეხვედრა ერთი ერთზე ფორმატში ლიდერთა შეხვედრის პარალელურად გაიმართა დელეგაციების მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში.
შეგახსენებთ, რომ ალჟირის პრეზიდენტი თურქეთში ჩინეთიდან ჩავიდა. ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით არაბული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალჟირმა ბრიკსის განვითარების ბანკის აქციონერობაზე შეიტანა განაცხადი.