საინფორმაციო პორტალ An-Nahar Online-ს ცნობით, ამის შესახებ ალჟირის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნმა განაცხადა.

ალჟირმა BRICS-ის სახელმწიფოთაშორისი ასოციაციის წევრი ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) მიერ შექმნილი ახალი განვითარების ბანკის (NDB) აქციონერობაზე შეიტანა განაცხადი. 

ალჟირის პრეზიდენტმა ეს განცხადება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლი ციანთან შეხვედრების და ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

მისი თქმით, ალჟირი არის BRICS Bank-ის აქციონერობის კანდიდატი და სავარაუდოდ, მისი წილი 1,5 მილიარდი დოლარი იქნება, - თქვა პრეზიდენტმა.

ბრიქსი 2023 წლის აპრილისთვის არსებული მონაცემების თანახმად მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 31,5%-ს აწარმოებდა, დიდი შვიდეულის ქვეყნები კი 30,7%-ს.