თუ ირანის დარჩენილი ხელმძღვანელობა აღიარებს დამარცხებას ბრწყინვალე აშშ-ის დიდი ძალის წინაშე, წარუმატებელი New York Times-ი, The China Street Journal-ი (WSJ!), კორუმპირებული და ახლა უკვე უადგილო CNN და ყალბი ამბების მედიის ყველა სხვა წევრი გამოაქვეყნებს სათაურებს, რომ ირანმა ოსტატურად და ბრწყინვალედ გაიმარჯვა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის საკითხის გაშუქების გამო ამერიკულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის საკითხის გაშუქების გამო ამერიკულ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს.
„თუ ირანი დანებდება, აღიარებს, რომ მათი საზღვაო ძალები აღარ არიან და ზღვის ფსკერზე განისვენებენ, მათი საჰაერო ძალები ჩვენთან აღარ არიან და თუ მათი მთელი სამხედრო ძალები თეირანიდან გავა იარაღის დაყრით და მაღლა ხელებაწეული, თითოეული იყვირებს „მე ვნებდები, ვნებდები“ და ააფრიალებს თეთრ დროშას, და თუ მათი მთელი დარჩენილი ხელმძღვანელობა ხელს მოაწერს ყველა საჭირო „დანებების დოკუმენტს“ და აღიარებს დამარცხებას ბრწყინვალე აშშ-ის დიდი ძალის წინაშე, წარუმატებელი New York Times-ი, The China Street Journal-ი (WSJ!), კორუმპირებული და ახლა უკვე უადგილო CNN და ყალბი ამბების მედიის ყველა სხვა წევრი გამოაქვეყნებს სათაურებს, რომ ირანმა ოსტატურად და ბრწყინვალედ გაიმარჯვა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. დუმაკრატები (დემოკრატები) და მედია სრულიად ასცდნენ გზა. ისინი აბსოლუტურად გაგიჟდნენ!!!“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.













