Axios ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენების განსახილველად შეხვედრას გამართავს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპს ომის დასრულება სურს, თუმცა ირანის მხრიდან აშშ-ს მოთხოვნების უარყოფისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე უარის თქმის გამო სამხედრო მოქმედების ვარიანტები კვლავ განიხილება.
ამასთან, Axios-ს ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ გუშინ, 16 მაისს ტრამპი თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ირანის საკითხის განსახილველად შეხვედრა გამართა, რომელსაც ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და CIA-ს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი ესწრებოდნენ.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე დაწერა, რომ ირანს დრო ეწურება და თუ მალე არ იმოქმედებენ, "მათგან
გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ტელეფონით ილაპარაკა.
ისრაელური მედიის მიხედვით, ლიდერებმა ირანთან ომის განახლება და ასევე ჩინეთში ტრამპის ბოლოდროინდელი ვიზიტი განიხილეს.








