სომხეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი, რუბენ აკოფიანი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუბენ აკოფიანს ბრალად ედება მთავრობის დამხობისკენ საჯაროდ მოწოდება. გამოძიების თანახმად, ოპოზიციონერის დაკავების მიზეზი პირველ ივლისს გამოქვეყნებული ინტერვიუ გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებელმა შუამდგომლობა შეიტანა სომხეთის პარლამენტის ყოფილი წევრისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით.