სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ "ძალადობის მცდელობის" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, - იუწყება ადგილობრივი მედია.

მისივე ინფორმაციით, ორშაბათს, 10 აპრილს სოფელ მალიშხაში ფაშინიანის ვიზიტის დროს 47 წლის ქალმა მას ქოლგა ესროლა.

დაკავებული ქალის მიმართ წინასწარი გამოძიებაა დაწყებული, - იუწყება სომხეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტი.