სომხეთმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წვრთნების ჩატარებაზე, -  ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა უკვე აცნობა  სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს, რომ სომხეთის აზრით, შექმნილ ვითარებაში წვრთნების ჩატარება შეუსაბამოა.

ფაშინიანმა თქვა, რომ მათი მოთხოვნებისა და მიმართვების პასუხად მიიღეს შენიშვნა, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საზღვარი არ იყო დემარკირებული.

"გაჩნდა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, სად გადის წითელი ხაზი? ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი გახდა კითხვაზე პასუხის გაცემა შემდგომი ურთიერთობების დამყარებისთვის. ეს წითელი ხაზი დე იურე არსებობს და ის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონაშია.

ერევნის სამიტზე ჩვენი ამოცანა იყო არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად გაგვეგო, სად არის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთის რესპუბლიკაში? ჩვენ ვთქვით, რომ ამ ხაზის ოფიციალური განცხადების გარეშე, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ დოკუმენტების მიღებას. ეს არის მთავარი კითხვა. სამიტი დასრულდა, მაგრამ საკითხი ღიაა და დღის წესრიგშია", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.