ამის შესახებ სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

11 მაისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  პარუირ ჰოვანისიანმა სომხეთში უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო (რეზიდენცია ქ. თბილისი) რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემასთან დაკავშირებით მიიღო.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში პრესას განუცხადეს, რომ თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-უნგრეთის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლო გზები, ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების მნიშვნელობას.

სომხეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები  2012 წლის 31 აგვისტოს სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით შეწყდა. სომხეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2004 წელს სომეხი ოფიცრის გურგენ მარკარიანის  მკვლელობისთვის 2006 წელს ბუდაპეშტის სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ოფიცერი რამილ საფაროვის აზერბაიჯანში იქნა ექსტრადირებული.  

2022 წლის 1 დეკემბერს ქალაქ ლოძში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, სომხეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, არარატ მირზოიანსა და პეტერ სიიარტოს შორის გამართული შეხვედრის დროს მიღწეული იქნა შეთანხმება სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ