გრენლანდიის დაუფლების მიზნით შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ წამოწყებულმა აგრესიულმა რიტორიკამ დანიას თავდაცვის მიზნით განგაშის ატეხვა და კუნძულის უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად გრენლანდიაში სამხედრო წვრთნების, სახელწოდებით „არქტიკული ამტანობა“, ჩატარების შესახებ განაცხადა.

გრენლანდია ნატოში განხეთქილებას იწვევს, რაც ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მსოფლიოში უდიდესი კუნძულის მიმართ დონალდ ტრამპის აგრესიულმა რიტორიკამ ატლანტიკური ალიანსის წევრთა შეშფოთება გამოიწვია. ზოგიერთი ქვეყანამ ღიად გაილაშქრა აშშ-ის გეგმების წინააღმდეგ და დანიის სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ ამ ავტონომიურ ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტია, რადგან გრენლანდიაში განლაგებული ძალები მხოლოდ სიმბოლურ რაოდენობას წარმოადგენენ, იგი ტრამპისთვის მკაფიო და გადამწყვეტ გზავნილს აგზავნის: ნატოს წევრი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან აშშ-ის მიერ კუნძულის ცალმხრივად დაკავებას.

დანიის მიერ გამოცხადებულ წვრთნებში მონაწილეობა უკვე დაადასტურა საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა, ხოლო ესპანეთმა და ესტონეთმა განაცხადეს, რომ განიხილება მონაწილეობის შესაძლებლობა. კუნძულის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში თანამშრომლობის საკითხში კანადაც კი შეუერთდა თავის ევროპელ პარტნიორებს.

ემანუელ მაკრონი იყო პირველი, ვინც გამოეხმაურა დანიის მოწოდებას და ხუთშაბათს დაახლოებით თხუთმეტი ფრანგი ჯარისკაცი უკვე ჩავიდა გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში. დღეს მას შეუერთდება დაახლოებით ოცდაათი ჯარისკაცისგან შემდგარი მეორე კონტინგენტი. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წვრთნებში მონაწილეობას გერმანიიდან 13 სამხედრო მიიღებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით,  საქმე ეხება „ნატოს ტერიტორიის დაცვის ჩვენი ვალდებულებების ერთობლივად შესრულებას“. გერმანიამ ასევე უნდა ნათლად განაცხადოს, რომ ის ასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც ნატოს პარტნიორი. „გერმანია მტკიცედ იცავს დანიის ტერიტორიულ სუვერენიტეტს და შესაბამისად, გრენლანდიისაც“, - თქვა პისტორიუსმა.

აშშ-ის პრეზიდენტიც ინფორმირებულია ამის შესახებ. არქტიკა გახდა რეგიონი, „რომელშიც რუსეთი და სულ უფრო მეტად ჩინეთი, თავისი მზარდი საზღვაო ფლოტით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს“. გერმანიის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი სადაზვერვო მისიის მიზანია იმის დადგენა, თუ „როგორ შეგვიძლია იქ მასშტაბური წვრთნების ჩატარება“. ის ფაქტი, რომ ჯარისკაცები გრენლანდიაში სწორედ ამ დროს განლაგდნენ, მხოლოდ „დამთხვევაა“. მიზანია „პირობების გაგება და ფაქტების შეგროვება“, - აცხადებს პისტორიუსი. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი გრენლანდიაში აგზავნის ერთ ოფიცერს, ნორვეგია - თავდაპირველად „ორ პერსონას“. შვედეთი აცხადებს რამდენიმე ოფიცრის გაგზავნის შესახებ და აზუსტებს, რომ ისინი ოთხშაბათს ჩავიდნენ გრენლანდიაში და მათ იარაღი არ აქვთ. ჰელსინკი აგზავნის ორ მეკავშირე ოფიცერს, ხოლო ნიდერლანდები - ერთ ოფიცერს.

„გრენლანდიაში მეთვალყურეობის გაძლიერება შეიძლება იყოს ვარიანტი. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ხუთშაბათს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა.

ამ დროისთვის დანიამ ესტონეთს სთხოვა მონაწილეობა მიეღო წვრთნების დაგეგმვაში და „ესტონეთის თავდაცვის ძალები მონაწილეობენ იქ მიმდინარე „არქტიკული ამტანობის“ წვრთნების დაგეგმვაში“. ამასთან, „თუ დანიას სხვა მოთხოვნები აქვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, არქტიკის უსაფრთხოებაში ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა ხუთშაბათს მთავრობის ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა და დასძინა, „თუმცა, დანიას ასეთი მოთხოვნა არ გაუკეთებია“.