სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ "დრუჟბას" მილსადენიდან ნავთობის მიწოდება 23 აპრილის დილის 2 საათზე აღდგა.

"ნავთობის მიღება ამჟამად მიმდინარეობს დამტკიცებული დღიური გრაფიკისა და ტუმბვის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად," - წერია უწყების პრესრელიზში.

იანვარში ნავთობსადენის მუშაობის შეწყვეტის გამო, სლოვაკეთი და უნგრეთი ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს ბლოკავდნენ. ამასთან ერთად, უნგრეთი უკრაინის დახმარების 90 მილიარდ ევროს ღირებულების სესხს ბლოკავდა.

მათ ვეტო მხოლოდ მას შემდეგ მოხსნეს, რაც უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ "დრუჟბას" მილსადენის მუშაობა აღდგებოდა. ევროკავშირმა ორივე პაკეტი 22 აპრილს მიიღო.

"დრუჟბას" მილსადენი სლოვაკეთსა და უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა. 

27 იანვარს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, "დრუჟბას" მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. 

უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინას ადანაშაულებდნენ მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.