უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული რაკეტით დაზიანებული ნავთობსადენი "დრუჟბა" აპრილის ბოლომდე შეკეთდება და ფუნქციონირებას შეძლებს.

"როგორც დავპირდით, აპრილის ბოლომდე ის შეკეთდება — არა სრულად, მაგრამ საკმარისად, რომ ფუნქციონირება შეძლოს".

მისი თქმით, ყველა რეზერვუარი ერთდროულად ვერ აღდგება, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია.

"მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა - შეძლებს თუ არა ის ფუნქციონირებას? დიახ!" - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.