სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთს ტარტუსის პორტის 49-წლიანი იჯარა გაუუქმა, რითაც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში რუსეთის სამხედრო ფლოტი ათეულობით წლით ვეღარ დარჩება.

"ტარტუსის საბაჟოს დირექტორის ცნობით, რუსულ კომპანიასთან დადებული შეთანხმება ტარტუსის პორტში ინვესტირების შესახებ გაუქმებულია და მისგან მიღებული სარგებელი სრულად სირიის სახელმწიფოს მოხმარდება", — განაცხადა ადგილობრივმა მედიასაშუალება Levant 24-მა.

დეკემბრის დასაწყისში, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა თაჰრირ ალ-შამმა სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ ასადის რეჟიმი დაამხო, რის შედეგადაც რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ასადს უჭერდნენ მხარს, ტარტუსისა და ხმეიმიმის ბაზებზე გადაინაცვლეს.

ტარტუსის პორტზე კონტროლი რუსეთმა ასადის მმართველობის პირობებში მიიღო და შესაბამისი 49-წლიანი იჯარაც გააფორმა — ეს ერთადერთი საზღვაო ბაზაა, რომელსაც რუსული ფლოტი ხმელთაშუა ზღვაში იკავებდა.