ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Heute ავრცელებს.
ვენაში, გრაბენზე არსებული ლუდხანის ოფიციანტი, მუდმივად ცდილობდა ლუდხანის მენეჯერთა მიერ კლიენტების მოსაზიდად მოფიქრებული ბონუს სისტემა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და მეპატრონეების მოტყუების მიზნით იგი „კლასიკურ ეშმაკობას“ მიმართავდა: თუ ორი კლიენტი მას ორ პატარა კათხა ლუდს უკვეთდა, იგი ლუდის ჩამოსასხმელ აპარატს დიდ კათხაში ჩამოსხმის ბრძანებას აძლევდა, შემდეგ კი მას ორ პატარა კათხაში ანაწილებდა.
გარდა ამისა, ლუდის ჩამოსხმის სისტემაში Chefschlüssels-ით (შეფმზარეულის გასაღები - „აიპრესი“) შეღწევით, ოფიციანტი ოფიციალურად შეკვეთილზე მეტი ლუდის მიღებას ახერხებდა და კლიენტებისთვის შუალედური ანგარიშის წარდგენის და პაბის სალაროსთან ბონუს სისტემის ტარიფით ანგარიშსწორების შემდეგ დარჩენილ თანხას ითვისებდა.
„ლუდით თაღლითობამ“, რაც შეფასდა როგორც ქურდობა, ლუდხანას 131 ათასი ევროს შემოსავალი დააკარგვინა და 5000 ევროს ზარალი მიაყენა.
ჩემი ვარაუდით, 20 ბარელი (იგივეა, რაც 620 გალონი ანუ 2338 ლიტრი -„აიპრესი“) ლუდი დავკარგეთ“, - თქვა ერთ-ერთმა მენეჯერმა, რომელმაც დეტექტივებიც კი დაიქირავა საეჭვო მიმტანების დასაჭერად.
მისი თქმით, თაღლითობა მიმტანების მიერ მემკვიდრეობით გადაცემულ ცოდნაზეა დაფუძნებული.
ამჟამად უკვე უმუშევარმა მიმტანმა თავმდაბლად განაცხადა, რომ „არ არის დამნაშავე“ და თავის გასამართლებლად ის გარემოება დაასახელა, რომ მას „ახალი ველოსიპედი“ არ გამოუგონია.
„სხვებსაც შეეძლოთ ამ გასაღების გამოყენება. ყველაფერი გავითვალისწინე“, - თქვა სასამართლოზე სერბმა, რომელიც ქალაქის რესტორანში ზაფხულის სეზონზე მუშაობდა.
მისმა მეგობარმა და კოლეგამ, რომელსაც ასევე იგივე ბრალდება აქვთ წაყენებული ცალკე სასამართლო პროცესზე, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. სხდომა დამატებითი მოწმეების გამოძახების მიზნით გადაიდო.
„აიპრესის“ მიერ მასალის მომზადების პროცესში გაირკვა, რომ მენეჯერები, ზოგჯერ, მათ ხელთ არსებული გასაღების გამოყენებით, საქონლის გაცემის სისტემას იმგვარად ცვლიან, რომ აუდიტორებს თუ საგადასახადო ორგანოებს მანამდე არსებულ გაცემის სისტემაზე და მიღებულ შემოსავალზე წვდომა და შესაბამისად, დასარიცხი დამატებით ღირებულების და მოგების გადასახადზე ზუსტი ინფორმაციის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუ მენეჯერები ამ ყველაფერს ზუსტად აღრიცხავენ და ჟურნალს, სადაც ეს ჩანაწერები შეაქვთ, შემმოწმებლებს წარუდგენენ.