გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაციას ასრულებს.
ამჯერად, ლიბანის I შესახვევში, დაახლოებით, 5 500 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
პროექტის თანახმად, მოეწყო ბორდიური, ფეხით სავალი ბილიკები და მიმდინარეობს ასფალტის მეორე ფენის დაგება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდე იხარჯება.
გზის მოწესრიგების პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.