საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ირინა სარიშვილის სტატუსს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა იმ პირს, ვინც მის მიმართ აგორებულ ბინძურ კამპანიაში მონაწილეობს, სასამართლოში უჩივლებს.
„ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ (მეორე ქმარი შეირთოო და არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას), სასამართლოში შევხვდებით!
ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ სიბინძურეები და სხვადასხვა უხამსობები წაშალოთ. ან არ წაშალოთ“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თეა წულუკიანი.