შვედეთის  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს წელს, უპსალაში, ვალპურგის ღამის აღსანიშნავ ზეიმზე, 20 000 ლიტრი შარდის შეგროვება სურს. მიზანი - წარმოება სუფთა სასუქისა, რომლის გამოყენებაც სოფლის მეურნეობაში იქნება შესაძლებელი.

შვედური მედია აღნიშნავს, რომ შვედეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის (SLU) და Sanitation360-ის (შვედური კომპანია, რომელიც შარდის მშრალ სასუქად გარდაქმნის და ამ გზით ჩამდინარე წყლების ნაკლებად დაბინძურების და საკვები ნივთიერებების ციკლის მართვის ტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული - „აიპრესი“) მკვლევართა ჯგუფმა ეკონომიპარკში ათი ყვითელი პისუარი დაამონტაჟა ვიზიტორების შარდის შესაგროვებლად.  

ეს კვლევითი პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც შეგროვებული შარდი გამოიყენება სუფთა სასუქის მისაღებად, რაც საბოლოოდ შეამცირებს ხელოვნურ სასუქებზე დამოკიდებულებას.

„თუ შვედურ შარდს მთლიანად შევაგროვებთ, გამოყენებული ხელოვნური სასუქების მესამედს ჩავანაცვლებთ“, - ამბობს SLU-ს ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორი .ბიორნ ვინერასი. 

მისი თქმით, მკვლევრები თანამშრომლობენ გოტლანდის ლუდსახარშებთან და ისინი  შეგროვებული შარდისგან მიღებული მშრალი სასუქით მოწეულ ქერს გამოიყენებენ ლუდის მოსახარშად.

წელს მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ვალპურგის დღესასწაულებიდან 20 000 ლიტრ შარდს შეაგროვებენ. შემდეგ შარდი უნივერსიტეტში გაშრება და გოტლანდში გაიგზავნება, სადაც მას ალაოს ქერის მოსაყვანად გამოიყენებენ.

– ჩვენ ვთანამშრომლობთ გოტლანდის ლუდსახარშებთან, ამიტომ სასუქით მოწეული ქერი ლუდის მოსახარშად იქნება გამოყენებული, ამბობს ბიორნ ვინერასი.

პროექტი პირველად 2024 წელს განხორციელდა. მკვლევრებმა დაახლოებით 11 000 ლიტრი შარდი შეაგროვეს, უნივერსიტეტში გამოაშრეს და შარდოვანათი განოყიერებული პირველი ალაოს ქერი წელს, აპრილში დაითესა.

შარშან ჩვენ დავრწმუნდით, რომ ბევრ ადამიანს სურს ამ საქმეში წვლილის შეტანა და  გადავწყვიტეთ, პროექტისთვის უფრო მასშტაბური სახე მიგვეცა. 20 000 ლიტრი შარდიდან შეგიძლიათ 800 კილოგრამი სასუქის წარმოება. ეს საკმარისია 1.5 ჰექტარისთვის, რაც დაახლოებით სამი საფეხბურთო მოედნის ფართობის ტოლია. ეს ბევრი არაა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამბობს ბიორნ ვინერასი 

კითხვას, მომხმარებლისთვის შემაწუხებელი ხომ არ იქნება შარდის გემოს მქონე ლუდი ვინერასმა უპასუხა:

„არა, ეს იქნება ქიმიური ხსნარი, როგორც ეს ჩვეულებრივი ხელოვნური სასუქების შემთხვევაშია. გარდა ამისა, ჰექტარზე მცირე რაოდენობით იქნება გამოყენებული, ამიტომ გემოზე გავლენას არ მოახდენს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სასუქი არ შეიცავს იმდენ მძიმე მეტალს და ნაკლებ სათბურის გაზებს გამოყოფს“.