ინფორმაციას ამის შესახებ შვედური სააგენტოები ავრცელებენ.

საინფორმაციო სააგენტო svenskjakt-ის თანახმად, გუშინ, 2 იანვარს, შვედეთში მგელზე ლიცენზირებული ნადირობის პირველ დღეს, მონადირეებმა 10 მგელი მოკლეს.

სააგენტომ დღეს, ადგილობრივი დროით 12:40 საათისთვის, კიდევ სამი მგლის მოკვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

საინფორმაციო სააგენტო aftonbladet-ი წერს, რომ ორებროს ოლქის ნორას მუნიციპალიტეტში პოლიციამ 45 წლის მამაკაცი დააკავა. მან, მანქანის საჭესთან მჯდომმა, უკუსვლით სცადა დაჯახებოდა მგელზე სანადიროდ შეკრებილ მონადირეებს.

პოლიციის პრესატაშე მატს ოჰმანის თქმით, მამაკაცი თავდასხმის მცდელობისა და ზიანის მიყენებისთვის დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მონადირეებს 15 თებერვლამდე პერიოდში ჯამში 75 მგლის მოკვლაზე აქვთ ლიცენზია