ასეთ ინფორმაციას პორტალი SVT (Sveriges Television) შვედეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ანა-კარენ სეტერბერგზე დაყრდნობით ავრცელებს

პორტალი მკითხველს მოუთხრობს, რომ შვედეთის რიკსდაგის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 5 მაისს დაცული სახეობების შესახებ შვედურ სისტემაში ცვლილებების შეტანის საჭიროების შესახებ განაცხადა.

ორ კვირაზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ რიკსდაგის უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა მთავრობას მიიღოს ზომები, რათა დაცულმა სახეობებმა მნიშვნელოვნად არ შეუშალონ ხელი მეურნე სუბიექტებს, მაგალითად, ტყის მფლობელებს და მგლების პოპულაცია 170-მდე შეამცირონ.

რიკსდაგსში მოსმენების გამართვიდან და მთავრობისადმი მოწოდებიდან ერთ კვირაში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ანა-კარენ სეტერბერგი SVT-სთან აცხადებს, ხვალ მთავრობა კიდევ ერთხელ დართოს ნება გარემოს დაცვის სააგენტოს, გარკვიოს, რამდენი მგელი უნდა იყოს შვედეთში.

მინისტრის თქმით, დღის მდგომარეობით მგლების პოპულაცია, დაახლოებით 480, რომელთაგან დაახლოებით 400 მუდმივად შვედეთშია, ძალიან დიდია. ჩვენ უკვე მივაღწიეთ პოპულაციის კონსერვაციის ხელსაყრელს სტატუსს და ამიტომ მართვა არ ჩანს პროგნოზირებადი, - ამბობს იგი.


მთავრობის გადაწყვეტილებით უკმყოფილოა მგლების პოპულაციის შემცირების შესახებ მთავრობისადმი მოწოდების ინიციატორი შვედეთის ზომიერების პარტია. ნაცვლად იმისა, რომ შეასრულონ რიკსდაგის მოთხოვნა და იმუშაონ პოპულაციის 170-მდე შემცირებაზე, სოციალ-დემოკრატები, რომლებმაც ხმა წინაღმდეგ მისცეს, კიდევ ერთხელ რთავენ ნებას გარემოს დაცვის სააგენტოს, გამოიკვლიოს, რამდენი მგელი უნდა იყოს შვედეთში, - ამბობს ზომიერების წარმომადგენელი სოფლის პოლიტიკის მიმართულებით ჯონ ვიდეგრენი.

გარემოს დაცვის სააგენტომ ადრე ჩატარებული კვლევებით დაასკვნა, რომ კონსერვაციის ხელსაყრელი სტატუსისთვის მგლების მინიმალური რიცხოვნობა 300 უნდა იყოს. ასეთი პოპულაციის შემთხვევაში არ მოხდება სისხლის აღრევა და მგლების გენეტიკა ჯანსაღი იქნება, თუმცა მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სისხლის აღრევის პრობლემის მოგვარება პოპულაციის ზრდის გარეშე, მგელი-იმიგრანტების დახმარებით არის შესაძლებელი.


ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ექსპერტი მტაცებლების მიმართულებით ბენი გაფვერტი პოპულაციის მკვეთრად შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. „ველურ პოპულაციაში გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს და 170 ძალიან დაბალია", - ამბობს გაფვერტი.


მწვანეთა პარტიის დეპუტატიც აცხადებს, რომ პოპულაციის 170-მდე შემცირება ბიომრავალფეროვნების შესახებ ევროკავშირის კანონს არღვევს და ამან შეიძლება ევროკავშირის მხრიდან შვედეთის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის აღძვრა გამოიწვიოს.