რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის არმია 300 ათასი რეზერვისტით გაძლიერდება.
ამის შესახებ შოიგუმ ვლადიმირ პუტინის შემდეგ გავრცელებულ სატელივიზიო მიმართვაში განაცხადა. ამასთანავე შოიგუს თქმით, რუსეთის მაქსიმალური სამობილიზაციო რესურსი 25 მილიონს შეადგენს. ამასთანავე შოიგუმ გამორიცხა სტუდენტების და წვევამდელების გაგზავნა უკრაინაში საომრად. ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.