შეერთებულმა შტატებმა პარასკევს გამოაცხადა დამატებითი სანქციები რუსული ნავთობის ფასის შესამცირებლად უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის გამო. სამი კომპანიისა და სამი ნავთობტანკერის წინააღმდეგ ახალი ზომები დაინერგება.
სანქციების სიას დაემატა ორი კომპანია არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ერთი ლიბერიიდან, ასევე მათ კუთვნილი ტანკერები. მათ ბრალად ედებათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება „ზღვრულ ფასზე" ძვირად.
„ამ კომპანიებისა და მათი გემების წინააღმდეგ ზომების შემოღებისას ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ფასების შეზღუდვის ორმაგი მიზნის – შეიზღუდოს რუსეთის ნავთობის შემოსავლები, იმავდროულად, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობა“, - ნათქვამია აშშ-ის ხაზინის განცხადებაში.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა მსგავსი შეზღუდვები შემოიღო არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ასევე თურქეთში რეგისტრირებული ხუთი იურიდიული პირის მიმართ.
გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა შემოიღეს ე.წ. ზღვრული ფასი (ბარელზე 60 დოლარი) ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის წინააღმდეგ. თებერვლიდან ნავთობპროდუქტებზე ფასებიც შეზღუდულია: მსუბუქ ნავთობპროდუქტებზე „ჭერი“ ბარელზე 100 დოლარია, მძიმე ნავთობპროდუქტებზე – 45 დოლარი ბარელზე. თუმცა მოსკოვი აგრძელებს ნავთობის აქტიურ მიყიდვას ქვეყნებისთვის, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს. აშშ–მა გადაწყვეტა, "დაარტყას" რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს".