ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც ბრიტანულ ენერგეტიკულ გიგანტს საშუალებას აძლევს ითანამშრომლოს სანქცირებული პარტნიორების მიერ აზერბაიჯანის უდიდეს გაზის საბადოზე, შაჰ-დენიზზე, - განაცხადა ოთხშაბათს „ბლუმბერგის“ კითხვაზე პასუხის გაცემისას „ბრიტიშ პეტროლიუმმა“.

ლონდონში დაფუძნებული კომპანია კასპიის ზღვაში პროექტის ოპერატორი და ყველაზე დიდი წილის მფლობელია. 2025 წლის შუა პერიოდის მონაცემებით, „ბრიტიშ პეტროლიუმი“ 29,99%-ს ფლობს, „ლუკოილი“ - 19,99%-ს, თურქეთის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კორპორაცია (TPAO) - 19%-ს, „სამხრეთის გაზის დერეფანი“ (რომელიც „სოკარის“ და აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა) - 16.02%-ს, „ირანის ნაციონალური ნავთობკომპანია“ (NIOC) -10%-ს და „უნგრეთის ენერგეტიკული კომპანია“ (MVM) - 5%-ს.