ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ.
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუციელბელი ნაბიჯები გადაიდგას“, - წერს შარლ მიშელი.
Georgia’s commitment to the EU path remains strong. And I reaffirmed to PM @GharibashviliGe the EU’s commitment to Georgia.
— Charles Michel (@CharlesMichel) December 1, 2023
The EU welcomes the continued efforts to advance on the reform agenda and the action plan to address the steps necessary, in the interest of the Georgian… pic.twitter.com/TzbMYCCUs3