ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავიდა.
„სასიამოვნოა უკან კიევში ყოფნა - მეგობრებთან ერთად“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელ X–ზე.
მიშელს კიევის სადგურში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი და ევროკავშირის ელჩი უკრაინაში კატარინა მატერნოვა დახვდნენ.
21 ნოემბერს უკრაინა ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღნიშნავს.