ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე კოპენჰაგენში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
„აღშფოთებული ვარ დღეს ღამით კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმით. მე მკაცრად ვგმობ ამ მხდალი აგრესიის აქტს. მთელი ჩემი ფიქრები შენთან და შენს ოჯახთანაა, ძვირფასო მეტე და იმედი მაქვს, რომ მალე გადალახავ ამ საშინელ თავდასხმას“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
დანიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა.
დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.
Outraged by the assault on the Danish Prime Minister Mette Frederiksen @statsmin in Copenhagen tonight.
— Charles Michel (@CharlesMichel) June 7, 2024
I strongly condemn this cowardly act of aggression.
All my thoughts are with you and your family, dear Mette and hope you overcome this horrendous attack soon.