დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი თავდასხმის ობიექტი გახდა.
დანიის პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოპენჰანგენში, კულტოვერტის ქუჩაზე მდებარე ბარის მენეჯერის გადმოცემით, ბარში შესული მეტე ფრედერიკსენი მიესალმა თავის მეგობარ ქალს, რომელსაც ყავა ჰქონდა შეკვეთილი და მაგიდაზე მის გვერდით დაიკავა ადგილი, 30-40 წამში, შესაძლოა, უფრო ნაკლებშიც კი მაგიდასთან 3-4 მამაკაცი მივიდა და პრემიერ-მინისტრი აიძულეს წამომდგარიყო, - ამბობს პრესასთან ბარის მენეჯერი და აზუსტებს, რომ ფრედერიკსენი შეძრწუნებული ჩანდა, თუმცა მას დარტყმის კვალი არ ემჩნეოდა.
ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ინციდენტის მონაწილე მამაკაცი, პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი კი შოკირებულია მომხდარით, თუმცა არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას ცნობის გავრცელებისთანავე მოექცა პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში. ყველა ერთსულოვნად აცხადებს, რომ მომხდარით შეძრწუნებულები არია, გმობენ თავდასხმის ფაქტს და მეტე ფრედერიკსენს თანადგომას უცხადებენ.