ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამ მიზეზით მე ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს დავამატებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს და გაატარებდა აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. გამჭვირვალობის კანონის მიღება პარლამენტში უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამ მიზეზით მე ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს დავამატებ“, – აცხადებს შარლ მიშელი.

84 მომხრე - 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო